3. თვითკონტროლის გეგმის შედგენა

საწარმოს თვითკონტროლის გეგმის შედგენა შეიძლება შემდეგი პუნქტების მიხედვით.

3.1. ინფრასტრუქტურის წინასწაპი პროგრამა.
3.2. საწარმოს (ფირმის) პოზიცია, ინფრასტრუქტურა, შენობები და ოთახები.
3.3. საწარმო ოთახების შიდამოწყობისათვის გამოყენებული მასალები.
3.4. უწყვეტი ჯაჭვის შენარჩუნების უზრუნველყოფა.
3.5. რძის პროდუქტების დამზადების სქემები და აღწერილობა.
3.6. მკურნალობა.
3.7. სასმელი წყალი.
3.8. საკვების შეფუთვა.
3.9. ტრანსპორტირება.
3.10. რეცხვა და დეზინფექცია.
3.11. მავნებლებთან ბრძოლა და კონტროლი.
3.12. ნარჩენების შეგროვება და სორტირება.
3.13. თანამშრომლების ტრენინგი საკვების ჰიგიენის დარგში.
3.14. თერმული დამუშავება.
3.15. საკვების აღწერილობა.
3.16. საკვების დადგენა.
3.17. საფრთხის ანალიზი და პრევენციული მოქმედებების განსაზღვრა.
3.18. კრიტიკული საზღვრების დაწესება კრიტიკულ პუნქტებში და მაკორექტირებელი ქმედებები.
3.19. მოქმედებების გატარება, თვითკონტროლის გეგმის რეალობასთაშ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

3.1. ინფრასტრუქტურის წინასწარი პროგრამა

3.2. საწარმოს (კომპანიის) განლაგება, ინფრასტრუქტურა, შენობები და ოთახები

ოთახების განლაგების გეგმა. ფართის განლაგების გეგმაში შეტანილია საყოფაცხოვრებო და საწარმო ფართების განლაგება.

(C:\Projektid\T366366stus\Nopri meierei\Pohiplaan6 Model

3.3. საწარმო ოთახების შიდამოწყობისათვის გამოყენებული მასალები

მაგალითისათვის, გამოყენებული მასალის ჩამონათვალი:

    1. ბათქაში  Maxi Pro;
    2. ბათქაში Vetonit LR +;
    3. აკრილის ჰერმეტიკი Akrylbasic;
    4. რეცხვადი დაბურული აკრილი Akrit 7;
    5. ბეტონის იატაკის საფარი Epokte;
    6. და ასე შემდეგ.

3.4. ცივი ჯაჭვის უწყვეტობის უზრუნველყოფა

მაგალითი: სხვადასხვა ტემპერატური ოთახების მონიტორინგი.

3.5. რძის პროდუქტების დამზადების ტექნოლოგიური სქემები და აღწერა.

რძის პროდუქტის დამზადების ტექნოლოგიის აღწერა. იხილეთ სათაური 2.3. 

3.6. ზოგადი მიმოხილვა 

მაგალითი: გადასამუშავებელი რძის რაოდენობა დღეში არის დაახლოებით 200 ლიტრი. სავარაუდო გადამუშავების რაოდენობა 150ლ/ს. სპეციალური ტექნიკური არჭურვილობის რაოდენა არის 5,  აქედან 2 იტევს 90 ლიტრს, 3 – 45 ლიტრს. ყველის დასამზადებელი ავზი იტევს 200 ლიტრს, შესაბამისად შეგვიძლია დავამზადოთ დაახლოებით 20კგ ყველი ცვლაში. მზა პროდუქტის საწყობის სივრცე შეადგენს 3(მ3), რაც გვაძლევს პროდუქტების შენახვის საშუალებას.

3.7.  სასმელი წყალი

სურსათის დასამზადებლად, ხელების დასაბანად და ინვენტარის გასარეცხად გამოყენებული წყალი უნდა სასმელი წყლის ხარისხის. სასმელი წყლის ანალიზისთვის დგება გეგმა, სადაც ნაჩვენებია სასმელი წყლის მიღების წყარო, გამოყენებადი წყლის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში, წყლის ანალიზის სიხშირე, ანალიზის შედეგები და ქმედებები შემთხვევაში, თუ სასმელი წყალი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

მაგალითი: სასმელი წყლის სინჯების აღების და ანალიზის გეგმა.

3.8. სურსათის შეფუთვა

თვითკონტროლის გეგმას უნდა დაემატოს შესაფუთი მასალების აღწერილობა და შესაბამისობის დეკლარაციები.

3.9. ტრანსპორტირება

საკვები პროდუქტების გადაზიდვისთვის განკუთვნილი ტრანსპორტი უნდა იყოს სუფთა და კარგ მდგომარეობაში, რათა არ მოხდეს სურსათის დაზიანება. სატრანსპორტო საშუალება ისე უნდა იყოს დაპროექტებული რომ, საჭიროების შემთხვევაში, მისი დასუფთავება და დეზინფიცირება მოხდეს მარტივად.

ზემოთხსენებული ტრანსპორტი რეგულარულად უნდა გადიოდეს ტექნიკურ შემოწმებას. სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს კარდ და სუფთა მდგომარეობაში, მასში არ უნდა იყოს სუნი.

3.10. რეცხვა და დეზინფექცია

რეცხვა-დეზინფექციის გეგმა მოიცავს შემდეგს:

  • ოთახების და ტექნიკის დასუფთავებას;
  • სამუშაო ტანსაცმლის გარეცხვას;
  • ტარის რეცხვას;
  • მცირე ტექნიკის დასუფთავებას.

რეცხვა-დეზინფექციის გეგმაში ასევე შედის შემდეგი:

  • გამოყენებული საშუალებების ჩამონათვალი;
  • ინსტრუქციები ან მოკლე აღწერილობა აღჭურვილობის, იარაღების, სამუშაო ზედაპირების, დასუფთავების და დეზინფექციის შესახებ.

მაგალითი:

უნდა დაწესდეს დასუფთავების მონიტორინგის პროცედურების გეგმა, სადაც იქნება მოყვანილი:

  • მონიტორინგის მეთოდები;
  • მონიტორინგის სიხშირე;
  • პირები, ვინც პასუხისმგებელია შედეგების შეფასებაზე და მათი დარეგისტრირებაზე.

3.11. მავნებლებთან ბრძოლა და კონტროლი

სურსათის მავნებლების მიერ დაბინძურების გამოსარიცხად უნდა შემუშავდეს გეგმა, რომელიც შეიცავს შემდეგს:

  • საწარმოს ოთახების გეგმა, სადაც ნაჩვენებია მავნებლებთან ბრძოლის საშუალებების განთავსების ადგილები;
  • მავნებლების კონტროლის გეგმა;
  • განხორციელების სიხშირე;
  • განსახორციელებილი ქმედების დასახელება;
  • ქმედების მოკლე აღწერილობა.

მაგალითი:

GR-tabel-11

მოცემული მონიტორინგის ჩატარების შემდეგ, უნდა იყოს გამოვლენილი:

  • მონიტორინგის მეთოდი (ვიზუალური შეფასება, განხორციელების ადგილი);
  • მონიტორინგის სიხშირე;
  • პირი, ვინც პასუხისმგებელია შედეგების შეფასებაზე და რეგისტრირებაზე.

3.12. ნარჩენების შეგროვების და განადგურების გეგმა

ბიზნესოპერატორმა უნდა შეადგინოს ნარჩენების შეგროვების და მათი განადგურების გეგმა.
მაგალითი:

GR-tabel-12

3.13. თანამშრომლების სწავლება სურსათის ჰიგიენის საკითხებზე

მაგალითი: თანამშრომლების ჰიგიენის ტრენინგის პროგრამა.

GR-tabel-13

სავალდებულო ჰიგიენის ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  1. სურსათის ჰიგიენის პრინციპები;
  2. მიკროორგანიზმები და მათი გამრავლების მიზეზები;
  3. სურსათით გამოწვეული დაავადებები, ინტოქსიკაცია და ინფექციები;
  4. სურსათის ფიზიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურების პრევენცია;
  5. სურსათის შენახვის პირობები და ტემპერატურის კონტროლი;
  6. საწარმოს სტრუქტურა, ტექნოლოგია და აღჭურვილობა;
  7. რეცხვა და დეზინფექცია;
  8. მავნებლებთან ბრძოლა;
  9. პირადი ჰიგიენა;
  10. თვითკონტროლის პრინციპები;
  11. სურსათის კანონმდებლობა;
  12. თანამშრომლის მოვალეობები და პასუხისმგებლობა სურსათის ჰიგიენის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე;
  13. HACCP პრინციპები.

3.14. თერმული დამუშავება

ბიზნესოპერატორმა უნდა აღწეროს თუ როგორი თერმული გადამუშავების რეჟიმები არის გამოყენებული.

3.15. მიკვლევადობა

სურსათის მიკვლევადობის უზრუნველყოფა ხდება თანმხლები ზედნადების შევსებით და პროდუქტის მასთან შესაბამისობის კონტროლით. საწარმოში შემოსული და გაცემული პროდუქცია უნდა იყოს აღრიცხული და დაფიქსირებული. ზედნადებში უნდა იყოს შეტანილი შემდეგი მონაცემები:

  1. პროდუქტის დასახელება;
  2. პროდუქტის რაოდენობა;
  3. მომწოდებლის სახელი და მისამართი;
  4. მიმღების სახელი და მისამართი;
  5. პროდუქტის პარტიის ნომერი;
  6. პროდუქტის გაგზავნის თარიღი.

ტვირთის შემოტანა – გატანის ზედნადებ საბუთებს ინახავენ, მოხმარების ვადის გასვლიდან კიდევ 6 თვე. ასევე 6 თვიანი ვადით ინახება წარმოების დროს შევსებული დოკუმენტაცია.

3.16. სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა

ზოგადი მოთხოვნები საკვებ პროფუქტებზე ინფორმაციის წარდგენისას, სურსათთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები.

სურსათის შესახებ წარდგენილ ინფორმაციაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი:

  • პროდუქციის დასახელება; მისი დამზადების მეთოდის დასახელებით, მაგალითად მაგარი ყველი მაჭიკის ფერმენტის გამოყენებით;
  • ინგრედიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმალური შენახვის ვადა;
  • მწარმოებელი,  ბრენდის დასახელება და იურიდიული მისამართი;
  • წარმოშობის ქვეყანა;
  • პარტიის აღნიშვნა;
  • სურსათთან დაკავშირებული ინფორმაცია 100გრამზე ან 100 მილილიტრზე.

3.17. საფრთხის ანალიზი და პრევენციული მოქმედებების განსაზღვრა

3.18. კრიტიკული საკონტროლო წერტილების მონიტორინგი და მაკორექტირებელი ქმედებები

3.19. თვითკონტროლის გეგმის მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის გასატარებელი ზომები

ბიზნესოპერატორმა უნდა შეიმუშაოს გეგმა, რომლის მიხედვითაც განახორციელებს პროდუქტების შეფასებას და ნიმუშების აღებას.

პროდუქციის კონტროლის გეგმაში იწერება:

  • შესამოწმებელი პროდუქციის ჯგუფები;
  • შერჩევის სიხშირე;
  • მაჩვენებლები (ქიმირუ შემადგენლობა, მიკრობიოლოგია, ალერგენები);
  • პარამეტრების ნორმები;
  • ლაბორატორიები, სადაც ტარდება კვლევები;

წარმოების ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლის გეგმაში უნდა იყოს:

  • ნიმუშის აღების ადგილი;
  • ანალიზის სიხშირე;
  • მაჩვენებლები;
  • პარამეტრების ნორმები;
  • ლაბორატორიები, სადაც ტარდება კვლევები.

მაგალითი:

GR-tabel-14