2.8. თვითკონტროლის გეგმის გადამოწმების ქმედებები

თვითკონტროლის გეგმის ეფექტურობის დასადასტურებლად, საჭიროა წელიწადში ერთხელ მოხდეს მისი გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა. გადამოწმების მიზანია დადასტურდეს, რომ  თვითკონტროლის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები პასუხობს საწარმოში არსებულ რეალობას.

ასევე არსებობს ორი დამატებით მეთოდი: გადამოწმების და დადასტურების მეთოდები. გადამოწმების მეთოდში შედის შიდა აუდიტი, გარე აუდიტი, კლიენტების აუდიტი.

მსგავსი აუდიტი უნდა ტარდებოდეს კონკრეტული სიხშირით და იმ შემთხვევაში, თუ საწარმოში ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები.

საწარმოს საქმიანობაში შეიძლება იყოს შემდეგი ცვლილებები:

  1. ნედლეულის ან პროდუქტის შეცვლა (საწარმოს სქემა, გამოყენებული დანადგარების სია, დასუფთავების პროგრამა);
  2. შეფუთვის, მომარაგების ან გაყიდვების ცვლილებები;
  3. მომხმარებელთა დამოკიდებულების შეცვლა პროდუქტთან მიმართებაში;
  4. პროდუქტთან დაკავშირებული ახალი საფრთხეები.

აუდიტი უნდა ფლობდეს ინფორმაციას HACCP სისტემის შესახებ და ობიექტური შეფასების მისაღებად, სისტემის შემმუშავებელმა პირმა  არ უნდა ჩაატაროს საკუთარი თავის აუდიტი. აუდიტის შედეგები უნდა დაფიქსირდეს და შევიდეს თვითკონტროლის სისტემაში.

აუდიტის ჩასატარებლად უნდა შემუშავდეს კითხვარი, რომელიც მოიცავს ყველა წინასწარ პროგრამას და HACCP პრინციპებს. აუდიტი არ არის მხოლოდ დოკუმენტაციის კონტროლი, არამედ საწარმოს შემოვლის დროს უნდა დაფიქსირდეს რეალობისა და დოკუმენტაციის შესაბამისობა.

ასევე საჭიროა ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევები და მოთხოვნების შესაბამისად შეივსოს ყველა კითხვარი.

ანალიზის შედეგები უნდა ინახებოდეს ლაბორატორიულ კვლევებთან ერთად.