2.7. მაკორექტირებელი ქმედებების განსაზღვრა

მაკორექტირებელი ქმედებების განსაზღვრა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება კრიტიკულ საკონტროლო წერტილებს და ამ ეტაპზე განსაზღვრული ზღვრების დარღვევას. მაკორექტირებელი ქმედებები ასახავს თუ როგორ გადამუშავდება პროდუქტი შემდგომ და ღირს თუ არა მისი გადამუშავება. მაგალითად: ხელახალი თერმული დამუშავება, ნაწარმის სწრაფი გაციება, ნაწარმის მიმართვა გადასამუშავებლად და ა.შ.