2.6. კრიტიკულ საკონტროლო წერტილებისათვის ზღვრების დაწესება

კრიტიკული საკონტროლო წერტილების დაწესების შემდეგ უნდა განისაზღვროს დასაშვები ზღვრები.

კრიტიკულ წერტილებს  ენიჭება ზომვადი ან დაკვირვებადი პარამეტრები, რისი მეშვეობითაც შესაძლებალია მოცემული წერტილის მონიტორინგი და კონტროლი.

ასეთი მაჩვენებლები შეიძლება იყოს ტემპერატურა, დრო, ტენიანობა, მჟავიანობა, კონსერვირებისა და სიმლაშის დონე, ვიზუალური სახე, ტექსტურა და ა.შ.

მაგალითი: კრიტიკული საკონტროლო წერტილის მონიტორინგი

ხდება მონიტორინგის მეთოდების განსაზღვრა. მონიტორინგი აჩვენებს, არის თუ არა კრიტიკული წერტილი კონტროლის ქვეშ.

მონიტორინგის მეთოდები:

  • სტაციონარული: ტემპერატურა, მჟავიანობა, ვიზუალური შეფასება. აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ კრიტიკულ ნიშნულიდან გადაცდომა.
  • ლაბორატორიული: მიკრობიოლოგიური ანალიზი. აღნიშნული მეთოდი არ იძლევა კორექტირების დაუყოვნებლივ ჩატარების საშუალებას.

მაგალითი ლაბორატორიულ კვლევასთან დაკავშირებული.

განისაზღვრება მონიტორინგის სიხშირე: საათში, ცვლაში, დღეში, თვეში.

განისაზღვრება მონიტორინგის დრო: პარტია, ცვლის დასაწყისი/ბოლო.

ინიშნება მონიტორინგის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი, ვისაც უნდა შეეძლოს განახორციელოს დაუყოვნებლივი მაკორექტირებელი მედებები კრიტიკულ წერტილში წარმოქმნილი საფრთხეების შემთხვევაში.

განისაზღვრება მაკორექტირებელი ქმედებები, იმ შემთხევაში, თუ მოხდება გადახრები კრიტიკული ზღვრებიდან და ასე განისაზღვრება ვის უნდა ეცნოს აღნიშნულის შესახებ.