2.5. კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა

საფრთხისათვის ხდება  კრიტიკული საკონტროლო წერტილის (CCP) დადგენა, სადაც მოხდება საფრთხის აღმოფხვრა ან დასაშვებ დონემდე შემცირება. ამისათვის ხდება გადაწყვეტილების ხის გამოყნება. გადაწყვეტილების ხეში, თითოეულ კითხვაზე პასუხის გაცემით ხდება კრიტიკული საკონტროლო წერტილის დადგენა.

Joonised_gruusia

 

Tabelid_gruusia

გადაწყვეტილების ხის გამოყენებამდე, ჯგუფის წევრებმა უნდა დასვან შეკითხვა, არის თუ არა შესაძლებელი საფრთხე აღმოიფხვრას წინასწარი პროგრამების გამოყენებით. იმ შემთხვევაში, თუ პასუხი დადებითია, შემდეგ საკითხზე გადასვლა შეუძლებელი ხდება.

კრიტიკული წერტილების რაოდენობა დამოკიდებულია საწარმოზე და წარმოების ტექნოლოგიაზე.  თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ არ იყოს ძალიან ბევრი კრიტიკული საკონტროლო წერტილი, რადგან მაშინ სისტემა ხდება ძნელად გასაკონტროლებელი.