2.3. პროცესის ტექნოლოგიური სქემის შედგენა და დადასტურება

სურსათის წარმოების პროცესის ტექნოლოგიური სქემის ფორმას არ აქვს კონკრეტული წესები, თურმცა ცხრილის სახით გაკეთებული სქემის გამოყენება უფრო მარტივია.

ტექნოლოგიურ სქემაში ასახული უნდა იყოს წარმოების  ყველა ეტაპი, ნედლეულის მიღებიდან, საბოლოო პროდუქტის დამზადებამდე. ყველა საწარმოს და პროდუქტს (ან პროდუქტების ჯგუფს) უნდა ჰქონდეს თავისი სქემა. მოცემულ სქემაზე უნდა იყოს აღნიშნული ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრები (დრო, ვადები, ტემპერატურა, მჟავიანობა…). საჭიროების შემთხვევაში კი საწყობი ოთახების და გამოყენებული დანადგარების ნომრები.

ტექნოლოგიურ სქემაზე ასახული უნდა იყოს  წარმოების პროცესის რეალური პარამეტრები!

როდესაც სქემა მზად არის, HACCP ჯგუფის ხელმძღვანელი, ამოწმებს მის რეალობასტან შესაბამისობას და ადასტურებს ხელმოწერით. შემდგომ ტექნოლოგიურ სქემას დანართად ემატება კრიტიკული საკონტროლო წერტილების ჩამონათვალი. იმ შემთხვევაში, თუ ტექნოლოგიურ სქემაზე სრული ინფორმაციის დატევა რთულია, იქმნება ცალკე საბუთი, სადაც არის მოცემული სქემის მოკლე აღწერილობა.

Joonised_gruusia