2.2. პროდუქტის აღწერა

პროდუქტის აღწერაში განისაზღვრება  ნედლეულის და ინგრედიენტების მახასიათებლები, მზა პროდუქტის ან ნახევარფაბრიკატის სპეციფიკაცია.

ნედლეულის დახასიათებაში შედის შემდეგი ჩამონათვალი:

  • მასალის მწარმოებელი;
  • ტრანსპორტირება;
  • შენახვა;
  • ნედლეულის თვისებები (ორგანოლეპტიკური, ფიზიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები);
  • ეტიკეტირება;
  • შენახვის ვადები.

მონაცემები ნედლეულის შესახებ შეიძლება იყო ჩამოწერილი ცხრილის სახით.

პროდუქტის აღწერილობაში შედის შემდეგი ჩამონათვალი:

  • პროდუქტის ინგრედიენტები;
  • პროდუქტის თვისებები (ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები);
  • შეფუთვა;
  • შესაფუთი მასალები;
  • ეტიკეტირება;
  • შენახვა;
  • ინფორმაცია მომხმარებლისათვის;
  • შენახვის და გაყიდვის პირობები.

სამომხმარებლო ჯგუფის აღწერისას, ხდება მოცემული სამომხმარებლო ჯგუფის მიმოხილვა, თუ ვისთვისაა განკუთვნილი აღნიშნული პროდუქცია (სხვა მომხმარებლები, ეგრედწოდებული ჩვეულებრივი მომხმარებლები, პატარა ბავშვები, კვების განსხვავებული მოთხოვნების მქონე პირები და ა.შ.).