2.1. HACCP ჯგუფის ჩამოყალიბება

სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის დანერგვა არის გუნდური სამუშაო.კომპანიამ უნდა შექმნას HACCP ჯგუფი და დანიშნოს  ჯგუფის ხელმძღვანელი. ჯგუფში შეიძლება შევიდეს ნებისმიერი თანამშრომელი, სპეციალისტი და ასევე საწარმოს მფლობელი/ხელმძღვანელი. მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით შეიძლება დაინერგოს წარმატებული HACCP სისტემა.  თვითკონტროლის თითოეულ პროცედურაზე ინიშნება პასუხისმგებელი პირი და ფიქსირდება მისი საკონტაქტო მონაცემები. 

HACCP ჯგუფმა უნდა გაითვალისწინოს სურსათის დამზადებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და ინფორმაცია (საქონლის შენახვა, გადამუშავება, შეფუთვა, და ა.შ.)