1.5. ტრანსპორტირება

სურსათის გადაზიდვისთვის განკუთვნილი ტრანსპორტი უნდა იყოს სუფთა და კარგ მდგომარეობაში, რათა არ მოხდეს საკვები პროდუქტების დაბინძურება. სატრანსპორტო საშუალება ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისი დასუფთავება და დეზინფიცირება მოხდეს მარტივად.

ტრანსპორტი რეგულარულად უნდა გადიოდეს ტექნიკურ შემოწმებას, უნდა იყოს კარდ და სუფთა მდგომარეობაში და მასში არ უნდა იყოს სუნი. სატრანსპორტო საშუალება უნდა იძლეოდეს სურსათისათვის საჭირო ტემპერატურის შენარჩუნების საშუალებას.