1.4. სურსათის შეფუთვა

სურსათის შესაფუთად გამოყენებული მასალები არ უნდა იყოს ტოქსიკური, არ უნდა ტოვებდეს მავნე ნარჩენებს და არ უნდა აზიანებდეს მას. შესაფუთი მასალა სურსათს საკმარისად უნდა იცავდეს.

შესაფუთ მასალაზე საბეჭდი მელანი ზომიერად უნდა იყოს გამოყენებული და შემოწმებული, რათა არ მოხდეს მავნე ნივთიერებების სურსათში გაჟონვა.

ყველა იმ მასალას, რაც უშუალოდ შეხებაშია საკვებ პროდუქტთან, უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღნიშვნა.

მასალები უნდა ინახებოდეს სუფთა, მშრალ, მტვრისგან დაცულ ადგილას და შეძლებისდაგვარად, გადამუშავების ფართისგან მოშორებით. შესაფუთი მასალა ეფექტურად უნდა იყოს დაცული მავნებლებისგან.