1.2. რეცხვა და დეზინფექცია

სურსათის დამზადებისას, ძალიან მნიშვნელოვანია, გადამუშავების ოთახის გულმოდგინედ დასუფთავება და დეზინფექცია. ამისათვის საჭიროა დასუფთავების გეგმის შედგენა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი გამოყენებული გამწმენდი საშუალებები და ინვენტარი. მეწარმემ უნდა შეადგინოს სახელმძღვანელო, სადაც აღწერილი იქნება სარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების მოხმარების წესი, დასუფთავების პროცედურები, სიხშირე და პასუხისმგებელი პირი.

ტექნიკა უნდა გაირეცხოს უშუალოდ გამოყენების შემდეგ, ხოლო აღჭურვილობა ირეცხება, როგორც გამოყენების წინ, ასევე სამუშაოს დასრულების შემდეგ. გამჯდარი ჭუჭყის მოცილებისათვის ხდება სპეციალური ჯაგრისების გამოყენება. დასუფთავების პროცედურის დასრულებისას, ყველა მოწყობილობა გულმოდგინედ იწმენდება, რათა არ დარჩეს სადეზინფექციო საშუალებების კვალიც კი.

 

Pilt12-A

Pilt12-B

Pilt12-C

Pilt12-D