1.1. საწარმოს/შენობის დიზაინი და ადგილმდებარეობა

1.1.1. ადგილმდებარეობა
1.1.2. ოთახების განლაგება
1.1.3. შიდამოწყობილობა, კონსტრუქციები 
1.1.4. წყლის მიწოდების, კანალიზაციის, ვენტილაციის და განათების სისტემები
1.1.5. ხელის დასაბანი წერტილები
1.1.6. რეცხვა და დეზინფიცირება
1.1.7. გამოსაცვლელი ოთახები
1.1.8. საპირფარეშო
1.1.9. ნარჩენების შენახვა და უტილიზაცია
1.1.10. ტექნიკა და ინსტრუმენტები

 

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საწარმოს დიზაინსა და მშენებლობას, იმისათვის რომ შევძლოთ რენტაბელურად და ჰიგიენურად ვაწარმოოთ სურსათი. საწარმო ისე უნდა მოეწყოს, რომ ყველანაირი საფრთხე გამორიცხული იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობისას გამოყენებულ იქნას შესაბამისი სამშენებლო მასალები და ასევე სწორად იყოს დაგეგმილი და განლაგებული ოთახები.

 

1.1.1. ადგილმდებარეობა

ადგილმდებარეობის შერჩევისას მნიშვნელოვანია შემდეგი:

1. ტერიტორიაზე არ უნდა ხდებოდეს წყლის დაგროვება, არ უნდა იყოს ახლოს საშიში ქიმიკატები, მტვერი, არასასიამოვნო/უცხო სუნები ან მავნებლები/ცხოველები.

2. ტერიტორია უნდა იყოს მოწესრიგებული და სუფთა, ბალახის საფარი მოვლილი.

3. ტერიტორიაზე არ უნდა ხდებოდეს იმ  ძველი მოწყობილობების დასაწყობება, რომლებიც არის წარმოებასთან კავშირში.

4. გზის ზედაპირი უნდა იყოს ძალიან მყარი და მტვრისგან თავისუფალი, ასევე არ უნდა იყოს ნესტი და ჭარბი წყალი.

5. საწარმოს გარეთა ფასადი და სახურავი უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში.

6. საწარმოს კარები და ფანჯრები უნდა იყოს წესრიგში და მჭიდრო, რათა გამოვრიცხოთ ცხოველებისა და ფრინველების შემოჭრა.

7. ნაგვის ყუთები უნდა იყოს განლაგებული მათთვის შესაბამის ადგილას, უნდა იხურებოდეს თავსახურით, უნდა გამოირიცხოს ცხოველების თვითნებური შეღწევა (ფილმის ჩვენება, ფანჯრებზე, კარებზე, ტერიტორიასა და ნაგვის ურნებზე)

 

   

1.1.2. ოთახების განლაგება

ობიექტის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი ზოგადი პრინციპი –  მუშაობის დასრულების შემდეგ შესაძლებელი უნდა იყოს სხვადასხვა საწარმოო ოპერაციების განხორციელება. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორად დაგეგმილი საწარმო უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობას და საწარმოს ოთახების/სივრცეების ხანგძლივ გამოყენებას; ასევე ამცირებს დასუფთავების ხარჯებს. 

(C:\Projektid\T366366stus\Nopri meierei\Pohiplaan6 Model

ოთახების დაგეგმისას უნდა ვეფუძნებოდეთ შემდეგ პრინციპებს:

  1. ჯვარედინი დაბინძურების აღმოფხვრა; სუფთა და ჭუჭყიანი მხარეების გამიჯნვა, შესაფუთი მასალის ცალკე შენახვა; მაღაზიებიდან უკან დაბრუნებული მასალის ცალკე შენახვა. 
  2. სამუშაო შესრულების პროცესი უნდა იყოს მიმართული ნედლეულიდან მზა პროდუქტისაკენ; მალფუჭებადი პროდუქტები კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს განთავსებული მაცივარში. 
  3. პერსონალის ჰიგიენური საშუალებები და სამუშაო აღჭურვილობა უნდა იყოს განლაგებული სამუშაო ადგილთან ახლოს.
  4. ტემპერატურის საკონტროლო სისტემა.
  5. ოთახები უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ წარმოების დასრულების შემდეგ მოხდეს მათი სრულად დასუფთავება და დეზინფექცია. 
  6. შენობაში  მწერების, მღრღნელების და ფრინველების შესვლა სრულიად უნდა იყოს გამორიცხული.
  7. პერსონალს უნდა ჰქონდეს მათთვის განკუთვნილი ცალკე ოთახი, სადაც ისინი შეძლებენ ტანსაცმლის გამოცვლას; სადაც დატოვებენ საგარეო ფეხსაცმელს და ასევე ექნებათ საშუალება შეინახონ სანიტარული ტანსაცმელი.
  8. სურსათის შესანახად უნდა არსებობდეს საკმარისი ზომის და ტემპერატურული რეჟიმის ცივი საწყობები.
  9. საწარმოში ყველა ნედლეული და სხვა მასალა უნდა ინახებოდეს შესაბამის პირობებში, რაც უზრუნველყოფს ნედლეულის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილებას  და დაბინძურებისაგან დაცვას.
  10. ყველა სათავსოში შენარჩუნებული უნდა იყოს  სათანადო შენახვის პირობები: ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა.

 

    

1.1.3. შიდამოწყობილობა, კონსტრუქციები

საკანონმდებლო აქტებში ხშირად არის გამოყენებული ისეთი სიტყვები, როგორიცაა “საკმარისად”, ”მარტივად რეცხვადი” და ასე შემდეგ. ამის გამო გვსურს მოვიყვანოთ რამდენიმე ახსნა-განმარტება, რათა შევძლოთ სწორად გადმოგცეთ სისუფთავის როგორ ხარისხზე გვაქვს საუბარი.

 

კედელი და იატაკი

Pilt03-A

 

Pilt03-B

კედელი და იატაკი.

 

ა) ჭერი უნდა იყოს გლუვი, ხანძარგამძლე, ღია ფერისა და მარტივად რეცხვადი.

ბ) კედლები უნდა იყოს გლუვი, ხანძარგანმძლე, წყალგაუმტარი, არ უნდა იქერცლებოდეს და სასურველია იყოს ღია ფერის; კედლებისათვის  გამოყენებული უნდა იყოს ისეთი მასალა, რომ შესაძლებელი იყოს მათი მარტივად გარეცხვა და დეზინფიცირება.

ც) კარები, ფანჯრები, კიბეები და პლატფორმა. ღია ფანჯრების შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული მწერებისაგან დამცავი  ბადე. აღკვეთილი უნდა იყოს მზის სხივების პირდაპირი შეღწევა, რათა არ შეიცვალოს ოთახის ტემპერატურა. ფანჯრის რაფები უნდა იყოს მცირე დაქანებით, რათა არ მოხდეს თაროების მიზნით გამოყენება. კარები უნდა იყოს გლუვი, არ უნდა იწოვდეს წყალს და უნდა იყოს მარტივად რეცხვადი მასალისაგან. კარები აღჭურვილი უნდა იყოს თვითჩამკეტი მექანიზმით და იკეტებოდეს ძალიან მჭიდროდ. კიბეები, მოაჯირები და ნედლეულის მისაღები ბაქანი უნდა იყოს დამზადებული ისეთი მასალისაგან, რომ მარტივად ირეცხებოდეს და არ იწვევდეს სურსათის დაბინძურებას.

 

 

დ) იატაკის მასალის არჩევანი ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს: გამოყენების ხანგძლივობა; რამდენად “სველი” წარმოებაა; რა საშუალებებით ირეცხება; უძლებს თუ არა ქიმიკატებს; რა მასალისგან არის დამზადებული. იატაკი უნდა იყოს საკმაოდ გამძლე, არ უნდა იყოს სრიალა და უნდა ირეცხებოდეს მარტივად. თვითკონტროლის გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ის მასალა, რაც საწარმოში იქნა გამოყენებული.

 

   

1.1.4. წყლის მიწოდების, კანალიზაციის, ვენტილაციის და განათების სისტემები.

დრენაჟი. ოთახებში უნდა იყოს საკმარისი სადრენაჟო სისტემა, რომელიც უნდა იყოს დაცული და კარგ მდგომარეობაში. სისტემა ისე უნდა იყოს აშენებული, რომ ძლიერი დატვირთვის შემთხვევაში არ მოხდეს იატაკის დატბორვა. ტრაპი უნდა იწმინდებოდეს რეგულარულად.

 

Pilt05

 

სავინტილაციო სისტემა. ოთახებში უნდა იყოს საკმარისი ბუნებრივი ან მექანიკური ვენტილაცია, რომელიც დაწევს ჰაერის ტენიანობასა და ტემპერატურას, რათა თავიდან ავიცილოთ ბაქტერიების გამრავლება. დაუშვებელია, რომ დაბინძურებული ჰაერი მიედინებოდეს სუფთა ზონაში. მტვერი არ უნდა მოხვდეს  სავენტილაციო სისტემებიდან  საწარმოს იმ ოთახებში, სადაც მიმდინარეობს პროდუქტის წარმოება. სავენტილაციო სისტემები ადვილად მისადგომი უნდა იყოს სათანადო დასუფთავების უზრუნველყოფისათვის.

წყლის სისტემა. სურსათის დამზადების შემთხვევაში უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ის წყალი, რომელიც აკმაყოფილებს სასმელი წყლის კრიტერიუმებს. ამისათვის საწარმოში უნდა იყოს საკმარისი სასმელი წყლის რესურსი.

 

Pilt-06-A

Pilt-06-B

 

წყლის ხარისხი რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს. საწარმოს ოთახებში წყლის შლანგები ისე უნდა იყოს დამაგრებული, რომ გამოირიცხებოდეს მათი დაბინძურება. შლაგი არ უნდა ინახებოდეს იატაკზე, არამედ მხოლოდ მისთვის განკუთვნილ ადგილას.

განათება. ოთახებში უნდა იყოს საკმარისი ბუნებრივი და/ან ხელოვნური განათება. ხელოვნური განათების საშუალებები დაცული უნდა იყოს “პლაფონებით”.

 

   

1.1.5. ხელის დასაბანი წერტილები

საწარმოში უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის ნიჟარები, რომელიც განკუთვნილია ხელების დასაბანად. ნიჟარა უნდა იყოს აღჭურვილი ცივი და თბილი წყლით, ხელის დასაბანი ჰიგიენური საშუალებებით და გასამშრალებელი ხელსახოცებით. მცირე მოწყობილობების გასარეცხად განკუთვნილი ნიჟარა ცალკე უნდა იყოს. როგორც წესი, პირველი ხელის დასაბანი წერტილი კარებთან უნდა იყოს განთავსებული. 

 

Pilt-07

 

   

1.1.6. სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები

სისუფთავის შესანარჩუნებლად, იატაკის, კედლების და გარე სივრცეების დასასუფთავებლად,  სასურველია გამოყენებული იყოს სპეციალური მოწყობილობები. 

პატარა მოწყობილობების გასარეცხად შესაძლებელია სპეციალური ტექნიკის გამოყენება. სარეცხი საშუალებები არ უნდა ინახებოდეს სურსათის დამზადების ოთახში. სარეცხი საშუალებები უნდა იყოს განთავსებული მათთვის განკუთვნილ ოთახში ან სათავსოში. სარეცხი საშუალებები გამოყენებული უნდა იყოს დანიშნულებისამებრ და მკაფიოდ მარკირებული.

1.1.7. გამოსაცვლელი ოთახები

საწარმოში თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ გარე ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახი. ოთახებში უნდა იყოს საკმარისი ვენტილაცია და განათება. სანიტარული სამოსის გამოსაცვლელი ოთახის კარები არ უნდა იღებოდეს უშუალოდ იმ ოთახში, სადაც ხდება სურსათის წარმოება. გამოსაცვლელი ოთახი უნდა იყოს აღჭურვილი შხაპითა და ხელსაბანი ნიჟარით.

1.1.8. საპირფარეშო

შენობაში უნდა იყოს ტუალეტების შესაბამისი რაოდენობა. საპირფარეშოს კარები არ უნდა იღებოდეს წარმოების ოთახში. საპირფარეშოში შესვლა სანიტარული სამოსით აკრძალულია, უნდა იყოს სამოსის გარეთ დატოვების საშუალება. საპირფარეშოში უნდა იყოს ხელების დაბანის და გამშრალების საშუალება. არ არის სასურველი ნაჭრის პირსახოცების გამოყენება.

 

   

 1.1.9. ნარჩენების შეგროვება და განადგურება

სურსათი და სხვა ნარჩენები დროულად უნდა იყოს ამოღებული. სურსათის ნარჩენები უნდა განთავსდეს თავსახურავიან კონტეინერებში. ისინი უნდა იყოს ადვილად რეცხვადი, კარგ მდგომარეობაში და ექვემდებარებოდეს დეზინფექციას. საწარმოში უნდა იყოს გამოყოფილი ცალკე ადგილი სურსათის ნარჩენების შესაგაროვებლად და მოსაშორებლად.

 

Pilt10

 

ნარჩენები უნდა ინახებოდეს მღრღნელებისა და ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილას. სურსათისა და შესაფუთი მასალის ნარჩენები უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე. შესაფუთი მასალის ნარჩენები უნდა ინახებოდეს მათთვის განკუთვნილ ერთჯერად ცელოფნებში.

1.1.10. აღჭურვილობა და ინსტრუმენტები

სურსათის გადამუშავების და აღჭურვილობის გამოყენების ადგილი უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში, ადვილად რეცხვადი და დეზინფიცირებადი. ამისათვის გამოყენებულ უნდა იქნას გლუვი ზედაპირი, დაზიანების და კოროზიის კვალის გარეშე.

მაცივრებსა და სხვა ადგილებში, სადაც ტემპერატურის დაცვა მნიშვნელოვანია, უნდა განთავსდეს თერმომეტრები. ტემპერატურა და ტენიანობა უნდა კონტროლდებოდეს და რეგისტრირდებოდეს.